„ისტერიულად ვურტყამ დენს ყველაფერს, ვხედავ ლურჯ დამუხტულ ძაფს…“ – ბაკურ ბაკურაძის ოჯახში უცნაური მოვლენები დაიწყო

0
758
29 Views

ისტერიულად ვურტყამ დენს ყველაფერს. იგივე სჭირს ჩემი ოჯახის ყველა წევრს. შიშით ვერ შევხებივარ ვერაფერს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ დაწერა და საზოგადოებას კითხვით მიმართა.

„საღამო მშვიდობისა! ამ შეკითხვას არ დავსვამდი, რომ არ გადამემოწმებინა ჩემს რამდენიმე მეგობართან და უკლებლივ ყველასგან რომ მივიღე დადებითი პასუხი, მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე მეკითხა ყველასათვის. მოკლედ, ბოლო ორი თვეა ან შეიძლება მეტიც, ისტერიულად ვურტყამ დენს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მაღალი „ვოლტაჟით” და არც „ამპერაჟით” არასოდეს გამოვირჩეოდი.იგივე სჭირს ჩემი ოჯახის ყველა წევრს. შიშით ვერ შევხებივარ ვერაფერს და რაც მთავარია ვხედავ იმ ლურჯ დამუხტულ ძაფს ჰაერში. სინთეტიკა გაცვია და ა.შ. არ მიიღება. მაცვია ის, რაც აქამდეც მეცვა. ადამიანისთვის ხელი ვერ ჩამომირთმევია თქვენკენ როგორაა საქმე ამ მიმართულებით, კოლეგებო?“, – წერს ბაკურ ბაკურაძე.

Cesko