ლია ხორბალაძე: ,,მე ვიყო ბოლო დედა, ვისაც შვილი გარდაეცვალა” – ,,მზიურელის” ბედნიერება და ტრაგედია

0
12169
61 Views

ბედნიერი ბავშვობა, ლაღი სტუდენტობა, საუკეთესო ოჯახი, შემოქმედებითი მოღვაწეობა – ასეთი იყო ლია ხორბალაძის ცხოვრება იმ საბედისწერო დღემდე… 3 წლის წინ მისი ვაჟიშვილი, ორი ტყუპიდან ერთი, ალეკო ჭკუასელი, ინსულტით გარდაიცვალა. თავსდატეხილ უბედურებას ლიამ ღირსეულად გაუძლო, გატეხილი და დაბეჩავებული ქალის სტატუსი არ მოირგო. დღეს ის შვილიშვილებისთვის საუკეთესო ბებია და საზოგადოებისთვის მისაბაძი ქალბატონია. თავის ბედნიერებასა და ტრაგედიაზე ქალბატონი ლია ,,სარკეს” ესაუბრა.

-ქალბატონო ლია, ვინ არის თქვენი თანამეცხედრე, თქვენი ლხინის და ჭირის გამზიარებელი?

-ჩემი მეუღლე ილია ჭკუასელია – მზრუნველი, გამორჩეული პროფესიონალი. ძალიან ცოტაა ქვეყანაში მისნაირი მაღალკვალიფიციური მცოდნე მიწისქვეშა ნაგებობების, უმაღლესი დონის ექსპერტია. 37 წელია ერთმანეთის სიყვარულით მოვდივართ. სამი შვილი გვეყოლა – ქეთი და ტყუპები, ალექსანდრე და ილია.

– მაპატიეთ, რომ თქვენს ტკივილს უნდა შევეხო, მაგრამ არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენი შვილის შესახებ, იქნებ თქვენი ნათქვამი სხვა დედებს დაეხმაროს მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში.

-დედისთვის რა უნდა იყოს შვილის გარდაცვალებაზე მძიმე. იმ დღეებში სულ ვამბობდი, მე ვიყო ბოლო დედა, ვისაც შვილი გარდაეცვალა, რომ არც ერთმა დედამ არ გამოსცადოს-მეთქი. ქეთიმ მიშველა, მან გამომიყვანა მდგომარეობიდან. მითხრა:,,ალეკოს უყვარდი ძლიერი, ფერადი, მხიარული და ისეთივე უნდა დარჩე. მისთვის, ჩვენთვის, მისი შვილებისთვის დადგები ფეხზე და გააგრძელებ ცხოვრებას”. ორი შვილიშვილი დამრჩა მისგან, მათ ჰყავთ ბებია, რომელიც მათთან ერთად დაძვრება ხეებზე, თამაშობს ფეხბურთს და ყველაფერს აკეთებს მათი კარგად ყოფნისთვის.

მინდა, შევინარჩუნო სიცოცხლის ხალისი, რომ ჩემს ქეთის და ილიკოს ჰყავდეთ ასაკის შესაფერისი დედა, ჩემს შვილიშვილებს – მზრუნველი ბებია.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko