მაიკო კაჭკაჭიშვილი საფრთხეზე: ,,ქართველი გოგოები უბანზე აკითხავენ ერთმანეთს და საქმეებს არჩევენ”

0
508
29 Views

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ქართველ გოგონებზე წერს, რომლებიც საქმეებს არჩევენ.

„ჩვენთან ძალიან მძიმე მდგომარეობაა! ,,ტიკ ტოკს” ვუყურებ ხშირად და ქართველი გოგონები არჩევენ საქმეებს „ლაივით“, ტირიან, ჯღავიან, იგინებიან, იმუქრებიან და მერე აკითხავენ უბანზე იმას, ვისთანაც „რაზბორკა“ აქვთ. „კაჩაობენ“, „კლიჩკებით“ და ეს ყველაფერი „ლაივში“ მიმდინარეობს. არ მჯერა, მაგრამ ფაქტია“, – დაწერა მუსიკოსმა.

,,ტიკ ტოკზე” მოზარდებისთვის კიდევ ერთი საფრთხე გამოჩნდა. ვრცელდება გამოწვევები, რაც სუნთქვის შეკავებას გულისხმობს გონების დაკარგვამდე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ ,,თამაშმა” 80 ადამიანზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

-თუ ტვინს 3 წუთის განმავლობაში არ მიეწოდება ჟანგბადი, ის ზიანდება და შედეგად, შესაძლოა, სიკვდილი დადგეს“,  – ამბობს ექიმი ნიკ ფლინი.

Cesko