„ექვს კბილს თუ ამოიღებთ, მეშვიდე საჩუქრად“ – „სტუდენტური შეღავათი“, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მოქმედებს

0
752
48 Views

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ფეისბუქ-ჯგუფში „სტუდენტური შეღავათის“ შესახებ, სავარაუდოდ, ირონიულ გზავნილს ავრცელებს, შეღავათზე, რომელიც თითქოს, თბილისის ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მოქმედებს.

„ავტობუსში ვზივარ კბილი მტკივა არანორმალურად და თან სანამ ავტობუსი რუსთაველამდე ჩავა, მანამ ვეძებ სტომატოლოგიურ ცენტრს სადაც თან სტუდენტური შეღავათი იქნება და თან იაფად გამოვალ, დავრეკე ერთთან, დავრეკე მეორესთან, ყველას ავუხსენი რომელი კბილი იყო, რომელი ყბა, რა მჭირდა და ა.შ თუმცა ვერსად ვნახე სტუდენტური შეღავათი …..ბოლო სტომატოლოგიურის ნომერი დამრჩა რაცვნახე იქედან ვურეკავ ყველაფერი ავუხსენი რა როგორ იყო და გადავედით თანხაზე მაწყობდაა და ბოლოს მაინც ვკითხე, სტუდენტებზე რამე შეღავათი ხომ არ გაქვთთქო და დამეთანხმა… ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა…. ექვს კბილს თუ ამოიღებთ მეშვიდე საჩუქრადო…მადლობა, ნახვამდის“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

Cesko