დადიანების სასახლე გაქურდეს

February 5, 15:16
0
663

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს.

ფაქტი სტანდარტული შემოვლის დროს, მუზეუმის თანამშრომლებმა დღეს დილით შენიშნეს.

მუზეუმის დირექტორმა დავით ოყუჯავას განაცხადა, რომ სამართალდამცველები ამ წუთს შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

“ერთი კამერა არის, რომელიც ვარაუდობენ,რომ უყურებს ამ ქანდაკებას. ადრე რამდენჯერმე დაზიანდა ეს ქანდაკება. წერილიც დატოვეს, რომ კერპთაყვანისმცემლობას ებრძვიან და ამ მიზნით დააზიანეს. ახლა თვითონ ქანდაკებაა წაღებული”, – განაცხადა დავით ოყუჯავამ.

ცნობისთვის,დადიანების მუზეუმის ეზოში სკულპტურა 2018 წლის თებერვალში დადგეს. კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკებას “კოლხიშ ნანა” ეწოდა. ის სოფელ ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება.

ამასთან, წარმოადგენს პატარა იდოლეტს, ქანდაკებას, რომელსაც წარმართულ პერიოდში ღმერთებს სწირავდნენ. სკულპტურაც სწორედ ამ სარიტუალო წესს ასახავს.

Cesko