ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი – თამარ ჩერგოლეიშვილი

0
621
25 Views

„მთელი ოპოზიციური ტელემედია მონოპოლიზებული აქვს“, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერს.

მისი თქმით, სააკაშვილს ხალხი ცხვრის ფარა ჰგონია.

„სააკაშვილის “პროგრამა” წავიკითხე.პოლიტიკაში მონოპოლიები უნდა აიკრძალოსო – ვისაც ბევრი ფული აქვს, პოლიტიკის დაფინანსება უნდა აეკრძალოსო.ახლა სააკაშვილი ოპოზიციაშია და ინფორმაციის გავრცელებაზე აქვს დამყარებული მონოპოლია.ამისთვის იყენებს ყველანაირ რესურსს, რაც დარჩა.ყველას აქრობს მას დაქვემდებარებული მედიებიდან მის გარდა, რომ ხელოვნურად შეინარჩუნოს პირველობა და სხვა არავინ გაძლიერდეს.მთელი ოპოზიციური ტელემედია მონოპოლიზებული აქვს, 2014 წლიდან მისი კონტროლის მიღმა აქტორების გაქრობას ცდილობს, მისი მედიების გამოყენებით და მთავრობაში რომ მოვალ მონოპოლიებს ავკრძალავო  ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Cesko