12 წლის დავითი, 6 წლის მარიამი, 5 წლის დარეჯანი… – უმძიმესი ტრაგედია გლდანში

January 30, 23:08
0
406

დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, გლდანში – ცოლ-ქმარი და მათი სამი შვილი გარდაცვლილები ნახეს სახლში. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია გახდა. როგორც ამბობენ, ოჯახი ჰაერღუმელით თბებოდა.

ამ ტრაგედიას ემსხვერპლნენ 32 ირაკ­ლი შა­ნი­ძე, 32 წლის რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი და და მათი შვი­ლე­ბი – 6 წლის მა­რი­ამი, 5 წლის და­რე­ჯანი და 12 წლის და­ვითი.

ამბები.ჯი-ის ოჯახის ახლობელმა უთხრა, რომ შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით სამი დღის წინ მოხ­და და ცხედრები კი დღეს ნა­ხეს.

-რუს­კა ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი გოგო იყო, ბევ­რი ტან­ჯვა აქვს გა­მოვ­ლი­ლი… ის და მისი ოჯა­ხი ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით ირ­ჩენ­დნენ  თავს. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, ისე მატ­კი­ნეს გული…. – ამბობს ამბები.ჯი-სთან ოჯახის ახლობელი.

Cesko