თუ თქვენი საზამთრო ასეთი აღმოჩნდება, სასწრაფოდ გადააგდეთ! – აი, რატომ

0
136
19 Views

საზამთრო ზაფხულში, უბრალოდ შვებაა. რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე ზაფხულის აბეზარ სიცხეში გემრიელი, გრილი საზამთროს მირთმევა? თუმცა, თუ შეამჩნევთ საზამთროს, რომელიც ასე გამოიყურება, როგორსაც ჩვენ ფოტოზე გთავაზობთ, არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ და სასწრაფოდ გადააგდეთ. თუ რატომ, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

თუ თქვენი საზამთრო ასეთი აღმოჩნდება, სასწრაფოდ გადააგდეთ! – აი, რატომ

საზამთროს ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და თან, მართლაც გემრიელია, მაგრამ თანამედროვე კონკურენცია ფერმერებს აიძულებს ყველაფერი გააკეთონ მისი წარმოებისა და, შესაბამისად, საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით. ფოტოზე გამოსახული საზამთრო შესანიშნავი მაგალითია მწარმოებლის სურვილისა, მოზარდოს რაც შეიძლება მეტი საზამთრო პოტენციური მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარეშე.

ჩინეთის ადგილობრივმა ფერმერმა მთელ თავის მინდორზე, რომელიც იყო მრავალი ჰექტარი, სულ საზამთრო დარგა, მაგრამ საბოლოოდ მთელი მოსავალი დაკარგა. მომხიბლავი მწვანე ბურთები უბრალოდ დაიბზარა და ლპებოდა მინდვრებშივე მანამ, სანამ დაკრეფდნენ. ფერმერებმა განაცხადეს, რომ მოვლის დროს არ გამოიყენეს სპეციალური ქიმიური დანამატები და მიზეზად ეს დაასახელეს. ამაზე მკვლევარები საპირისპიროს ამბობენ.

ჩინეთში ბევრი ფერმერის მიერ გამოყენებულმა სასუქმა უნდა დააჩქაროს საზამთროს ზრდა მინიმუმ ორი კვირით და გაზარდოს ისინი დაახლოებით 20 პროცენტით. თუმცა, უეცარმა წვიმებმა გამოიწვია მათი ძალიან სწრაფად ზრდა და თითქმის ყველა მათგანი გაიბზარა პირდაპირ მინდორზე.

ასეთი ქიმიკატით განაყოფიერებული საზამთროს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ დაჭრისას დაინახავთ მისთვის დამახასიათებელ ჩვეულებრივზე უფრო ფერმკრთალ ფერს და ბევრ თეთრ თესლს, რომლებიც შავზე მეტია. და თავადაც შეიძლება უცნაურად გამოიყურებოდეს ან ჰქონდეს უჩვეულო ფორმა.

იერთი მეცნიერი ამბობს, რომ სასუქი სახელად ფორქლორფენურონი უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სხვები ამტკიცებენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც დააზიანებს კუჭს, თირკმელებს და სასუნთ გზებს. ასე რომ, თუ ხედავთ რომ თქვენი საზამთრო სწპრედ ასე გამოიყურება, ორჯერ დაფიქრდით მის ჭამამდე.

ინტერმედია

Cesko