„აი, ეს დამართა ჩემს შვილს ძაღლმა, რომელსაც ყოველ დღე ვკვებავდი. ლამის შემიჭამა ბავშვი” – აღშფოთებული დედის მიმართვა

May 16, 11:49
0
499

სოციალურ ქსელში ძაღლისგან დაკბენილი ბავშვის ფოტო ვრცელდება. გორში მცხოვრებ პატარას თავს ის ძაღლი დაესხა, რომელსაც ოჯახი სახლის წინ ხშირად კვებავდა.

“როდემდე? საწყალი პატარა. ჯანმრთელობას ვუსურვებ. როდემდე?

ადამიანების უფლებები არ არის ისე დაცული, როგორც მაწანწალა ძაღლების. ხალხო, ხმა ამოიღეთ, რაღაც იმოქმედონ, უპატრონო ძაღლს, რომელიც ყოველ დილით სახლის წინ მხვდება და ვკვებავ, რომ მეცოდებოდა, აი, ასე დამართა ჩემს გაბრიელს, რომელიც სასწაულად გადაურჩა. ლამის შემიჭამა ბავშვი. მიხედონ დროულად, სანამ კიდევ სხვები არ გაამწარა ჩვენსავით. ან ვინ უშვებს ამდენ ძაღლებს.

ხალხო, ამოიღეთ ხმა, მე ღმერთით გადამირჩა ჩემი გაბიტო მადლობა უფალს” – ნათქვამია მშობლის მიმართვაში.

წყარო

Cesko