29 Views
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა.
იგი მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალგაზრდა კაცის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
ინფო რუსთავი