„მოსაზრება, რომ „ომიკრონს“ აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები, ტყუილია“ – ალექსანდრე გოგინავა

January 30, 23:12
0
878

„ის მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად და მას აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები, სამწუხაროდ, ტყუილია“, – ამის შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ომიკრონის სწრაფი  გავრცელების მიზეზი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

„ომიკრონმა“ გავრცელებისთანავე ყურადღება მიიქცია იმით, რომ მას, წინა შტამებთან შედარებით, უფრო სწრაფად გავრცელება ახასიათებს. რეალურად საქართველოში მისი სწრაფად გავრცელება მოსალოდნელი იყო, ამას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ არის ვაქცინირებული, თუმცა თუ ჩვენ სწორად ვმართავთ ამ სიტუაციას, გვექნება ის მოცემულობა, რომ ნაკლებ ადამიანს დასჭირდება სტაციონარში გადაყვანა. ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი.

ის მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად და მას აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები, სამწუხაროდ, ტყუილია. შეიძლება ახალგაზრდებშიც კი წავიდეს მძიმედ, თუმცა ამის ალბათობა ნაკლებია. ძირითადად ვირუსი რთულად გადააქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი დაავადებები, არიან ხანშიშესულები და არ არიან ვაქცინირებულები. ვისაც 3 დოზით აქვს გაკეთებული ვაქცინა, დაავადების მძიმე მიმდინარეობის ალბათობა 80%-ით მცირდება“, – აღნიშნა გოგინავამ.

Cesko