„ვწუხვარ..ვიზიარებ-თქვი და მერე გააგრძელე ის შენი სხდომა რა.. შეიმჩნიე, რომ ადამიანები თავს იკლავენ“ – ინგა გრიგოლია

January 17, 16:23
0
579

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში დევნილის თვითმკვლელობაზე ხელისუფლების რეაქციის შესახებ წერს:

„ნუთუ ასეთი რთულია გაბედო და აღმოთქვა, რომ წუხხარ და იზიარებ ადამიანის თვითმკვლელობის ტრაგედიას.. რა პოლიტიკა…რა თანამდებობა…რა სავარძელი…. სისხლი რომ არ აქვთ, ეგეთებს მერეც არ უტყდებათ ხოლმე, როცა თანამდებობიდან აგდებენ,მაგრამ აფხაზეთის სადღეგრძელოს რომ დალევენ ყანწებით,ეგებ მაშინ მაინც შერცხვეთ ხოლმე, ჩუმად..გულში…ვწუხვარ..ვიზიარებ-თქვი და მერე გააგრძელე ის შენი სხდომა რა შეიმჩნიე, რომ ადამიანები თავს იკლავენ …. რა რთული დასანახია ხელისუფლებიდან ის,რაზეც ოპოზიციაში ყოფნისას ,ქვეყანას ჩამოანგრევდი! რა რთული დასანახები არიან გადიდკაცებული პატარა კაცები!“ – წერს ინგა გრიგოლია.

Cesko