“ის აქ არის. არსად წასულა – 30-იანი წლების საბჭოთა კავშირი. ღრმად საბჭოთა აზროვნება” – ვახო სანაია

January 17, 16:28
0
473

ის აქ არის. არსად წასულა – 30-იანი წლების საბჭოთა კავშირი. ღრმად საბჭოთა აზროვნება – ასე ეხმიანება ჟურნალისტი ვახო სანაია კულტურის სამინისტროს განცხადებას.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ “სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეები” მოითხოვენ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის შეცდომაზე რეაგირებას.

საქმე ეხება მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის (დარიანი) კრებულს, სადაც ავტორისთვის პოეტ ანა კალანდაძის ორი ლექსია მიწერილი. ინფორმაცია შეცდომის შესახებ მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ თავად გაავრცელა 2 იანვარს.

თეა წულუკიანის უწყება განცხადებაში წერს, რომ მათ ექნებათ “სერიოზული განხილვები” მუზეუმის დირექტორთან მას შემდეგ, რაც ის ახალ კორონავირუსს დაამარცხებს.

Cesko