“ტყვეობაში მყოფი ცოტნეს მონახულების უფლებას არ აძლევდნენ დეიდას, დედას, ცოტნეს შვილებს და მის გულშემატკივარ არც ერთ ნაცნობ-მეგობარს!” – მრგვალი მაგიდა მიმართვას ავრცელებს

January 15, 19:37
0
796
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება –
„მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” – ჰელსინკის კავშირი, წმ. ილია მართლის საზოგადოება

მ ი მ ა რ თ ვ ა

როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის, 2019 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟზე, ცოტნე გამსახურდიაზე განხორციელდა უმძიმესი ტერაქტი და სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი, უკვე ორ წელზე მეტია სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის.
თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევისა და წარმატებით ჩატარებული გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ, იგი მთავრობამ მოვალეობის მოხდის მიზნით სამკურნალოდ აჯიბადენის ონკოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც მათივე მცდელობით გამოაძევეს მის თავს მდგომი დედა, ქ-ნი მანანა არჩვაძე-გამსახურდია და მიუჩინეს უკანონო სასამართლოს მიერ „მხარდამჭერად“ მოვლენილი და ცოტნეს ე.წ. მეუღლედ შემოსაღებული, მათთვის მისაღები სუსის ზონდერი, ტრადიციული სუსის ოჯახის წევრი ვინმე ანა ჯაბაური (ჯაბიევა). დედის გამოძევებიდან მალე, ცოტნე გადაიყვანეს თურქეთშივე – ეიოვას კუნძულზე არსებულ გამაჯანსაღებელ ცენტრში და ფაქტიურად თვეების მანძილზე, სპეციალიზებული მკურნალობის გარეშე დატოვებული, მხოლოდ საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გადაიყვანეს გერმანიაში. ცოტნეს იქ, გამოცდილი მედ.პერსონალისგან გაეწია მაღალკვალიფიციური სპეციალიზებული მკურნალობა და შედეგმაც არ დააყოვნა. მან დაიწყო კიდურების მოძრაობა, აზროვნება და შეძლების და გვარად მეტყველებაც. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ცოტნეს მოულოდნელად დაეწყო ინტენსიური ეპილეფსიური შეტევები. დედის ჩამოცილების შემდეგ, მთავრობა ჯაბაურის მეშვეობით, დღემდე გაფაციცებით ადევნებს თვალს ცოტნეს გამოჯანმრტელების პროცესს და მეტად საეჭვოა, რომ ცნობიერების დაბრუნებით შეშინებულმა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი ჩამოიყვანა და გამოკეტა ჯაბაურის საცხოვრებელ ბინაში, მომვლელის, ვინმე ნათელა ჯიმშელაძის ამარა.
საქართველოში, ფაქტიურად ტყვეობაში მყოფი ცოტნეს მონახულების უფლებას არ აძლევდნენ დეიდას, დედას, ცოტნეს შვილებს და მის გულშემატკივარ არც ერთ ნაცნობ-მეგობარს. ორი თვის განმავლობაში, მკურნალობის გარეშე დატოვებული ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და შეეშინდათ რა ხალხის რეაქციის, ფატალური შედეგის თავიდან აცილების მიზნით გადაიყვანეს წეროვანის სამხედრო-სარეაბილიტაციო ცენტრში.
აქაც მისი მკურნალობა შემოიფარგლა იმით, რომ დღე-ღამის განმავლობაში 18 საათი ყავდათ გათიშული ძლიერი სედატიური საშუალებებით. სამი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ცოტნე კიდევ 6 თვის განმავლობაში უნდა ამყოფონ სედატივების ზემოქმედების ქვეშ. ჩვენს ხელთ არსებული, სასამართლოსთვის ჯაბაურის მიერ წარდგენილი, წეროვანში გადაღებული ვიდეოფირით თუ ვიმსჯელებთ, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდა, პირიქით უკან-უკან მიდის.
მოგეხსენებათ, როცა ასეთი წამლებით ტვინის გათიშვა ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვითარდება ტვინის ნელი სიკვდილი.
ხდება ტვინის ზომის შემცირება, იწყება ტვინის კოგნიტური აქტივობის შემცირება-გადაგვარება, რაც შემდგომში იწვევს სხვა დანარჩენ ორგანოთა ფუნქციათა რღვევა, გადაგვარებას. ეს საბედისწერო ცვლილებები განვითარდება ნელა, თანდათან და დიდი პროგრესიით, რაც გამოიწვევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების საბოლოოდ მოშლას და პროგრესულ სიკვდილს, ავადმყოფისთვის დასრულდება ფატალური შედეგით.
გამწარებულმა დედამ, მრავალ ათასიან პეტიციაზე ხელმომწერმა მოქალაქეებმა, არა ერთხელ მიმართეს თხოვნით ჯერ გახარიას, ახლა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ შევიდეს დედა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ შვილთან, რომ ცოტნე დედასთან ერთად, მისი მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანილ იქნას გერმანიის იმ კლინიკაში, სადაც მას გარანტიას აძლევენ, რომ გამოაჯანმრთელებენ.
განა საქართველოს დამოუკიდებლობის აღმდგენი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ქ-ნი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შვილს საზოგადოების თვალწინ ასე ნელი სიკვდილით უნდა კლავდნენ?! განა სალომე ზურაბიშვილი ასეთი სუბიექტური მიდგომით აპირებს საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას?! განა დამნაშავე რეჟიმის შემოქმედი, მკვლელი მიხეილ სააკაშვილი უფრო ღირებულია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ვიდრე ქვეყნისთვის თავგანწირული, ერის საყვარელი, უღალატო პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის შვილი?! რა არის ეს, თუ არა პირადი შურისძიება შევარდნაძის 30 წლიანი რეჟიმისა ზვიად გამსახურდიას ოჯახის, კერძოდ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას და ცოტნე ზვიადის ძე გამსახურდიას მიმართ?! დედას არ პატიობენ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენისთვის აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, შვილს კი სიმართლის მეტყველებას – საქართველოში არსებულ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით, რაც იმდენად მიუღებელია დღევანდელი რეჟიმისთვის, რომ სასიკვდილოდაც კი წირავენ. რა არის ეს, თუ არა ნეონაციზმი?! ქართულმა საზოგადოებამ ხმა უნდა აღიმაღლოს ამ უბედურების წინააღმდეგ, თორემ გათავხედებული რეჯიმი არავის დაინდობს და მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი.
აქ შეკრებილნი, ქართველი ხალხის წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ საქართველოს მოსახლეობის ნებას და მოვითხოვთ:
1. დედა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია მუდმივად იმყოფებოდეს ცოტნესთან, რათა გაუწიოს მეთვალყურეობა ცოტნეს მდგომარეობას.
2. მოხდეს ცოტნეს უცხოეთში გადაყვანა, სახელმწიფოს გააჩნია სპეც. სარეზერვო ფონდი, გამიზნული მოქალაქეთა დასახმარებლად.
3. სასწრაფოდ გამოყვანილ იქნეს ცოტნე გამსახურდია სამხედრო დაწესებულებიდან, რომელიც მიესაჯა არა სასამართლოს, არამედ სამხედრო ტრიბუნალის მიერ.
არ დავთმობთ ცოტნეს სიცოცხლეს, 3 წლიანი წამების პერიოდი უნდა დასრულდეს და მოხდეს მისი რეაბილიტირება სათანადო ჰოსპიტალში.
Cesko