“ასე იპოვიან დილას თოვლში… საახალწლოდ შვიდასზე მეტი ბავშვი მართლა გავაბედნიერეთ” – აკა სინჯიკაშვილი

0
665
30 Views

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“ამწამს, მთაში ბოლო საჩუქარი დავუტოვეთ ბავშვებს
ასე იპოვიან დილას თოვლში.
სულ საახალწლოდ შვიდასზე მეტი ბავშვი მართლა გავაბედნიერეთ

TOP

700 ბავშვის ერთდროული ბედნიერების გამოწვევა იცით რამხელა რამეა?

მართლა ეს ატრიალებს დედამიწას

ამის გარდა წლის ბოლო წუთებია და რაც ისედაც ნანახი გაქვთ, ერთად დავწერ უბრალოდ
ქვეყნის ყველა კუთხეში, ჩვენ, თქვენთან ერთად –
?პანდემიის პერიოდში დავეხმარეთ 12000-ზე მეტ ოჯახს
?დავარიგეთ 110 ტონაზე მეტი საკვები პროდუქტი.
?130 ტონაზე მეტი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
?30000 ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტები.
?ვუმკურნალეთ და რეაბილიტაცია გავუწიეთ 52 ადამიანს.
?შევასახლეთ 80-ზე მეტი უსახლკარო.
?გადავიხადეთ და ალბათ სულ გადავიხდით რამდენიმე ათეული ადამიანის ქირას.
?ოჯახებში მივიტანეთ რამდენიმე ათეული ტონა შეშა.
? დავარიგეთ 20 ტონაზე მეტი ავეჯი.
?გავახარეთ და გავაბედნიერეთ 20-ზე მეტი ბავშვი
?გადავარჩინეთ რამდენიმე სიცოცხლე, რითიც მთელი ცხოვრება ვიამაყებთ
?? და რა თქმა უნდა, ჩამონათვალში არ არის საქმეები, რომელსაც ფული არ დასჭირდა
წამოვედით თბილისში, ალბათ ქალაქის მეკვლეები ვიქნებით
ბედნიერება, სიკეთე, სიყვარული და სიხარული შემოგვეტანოს ქალაქშიც, ქვეყანაზეც და დედამიწაზეც ❤️❤️❤️
მადლობა ბედნიერი დღეებისთვის ❤️
მადლობა ამდენი ბედნიერი სახის ნახვის უფლებისთვის ❤️
მადლობა ნდობისთვის და ამდენი სითბოსთვის ❤️
გილოცავთ ახალ 2022 წელს ❤️
სულ მალე ეს ნისლი წავა და ყველაფერი აბრჭყვიალდება ❤️❤️❤️ აი ნახავთ .

Cesko