ზურაბ ყიფშიძე: ,,ადამიანებო, ეს რა ვნახე! გეფიცებით, ვკიოდი!”

0
1319
36 Views

,,ადა­მი­ა­ნე­ბო, ეს რა ვნა­ხე… ტელევიზიით რომ ვუყურე, გეფიცებით, ვკიოდი” – ამბობს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე ,,კვირის პალიტრასთან” გუშინ გავრცელებულ კადრებზე, სადაც პოლიციელი მოზარდს სასტიკად სცემს.

-ადა­მი­ა­ნის ცე­მას რომ უყუ­რებ, ისე­დაც სა­ში­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ ის, რომ იცი, ავად არის, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვს თუ კაცს ასე გა­მე­ტე­ბით ურტყა­მენ, სა­ერ­თოდ ჭკუ­ი­დან გა­დახ­ვალ…

თუმ­ცა ამ­დე­ნად დიდი აჟი­ო­ტა­ჟი რომ გა­მო­იწ­ვია, ამა­ზეც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ… ეს ცემა-ტყე­პა არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, ისე­თი ცემა იცი­ან და იცოდ­ნენ ყო­ველ­თვის პო­ლი­ცი­ა­ში. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს რომ იყო და მე­რეც, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, სა­ერ­თოდ ,,ხე­ლოვ­ნე­ბად” აქ­ცია….

ერთხელ, გრიბოედოვის ძეგლთან ვისხედით [ახალგაზრდობაში], დაგვიჭირეს და პოლიციაში ჯერ გვცემეს, მერე ცხვირსახოცებით მიგვაბეს საწოლებზე, გვახრჩობდნენ.

ასეა, პოლიციაში თუ აღმოჩნდები, ცემა არ აგცდება… გაჭირვების გამო შეიძლება ადამიანმა რამე დანაშაული ჩაიდინოს, დაიჭირე, პასუხი მოთხოვე, მაგრამ – ასე მოექცე?! ტელევიზიით რომ ვუყურე, გეფიცებით, ვკიოდი, – ამბობს მსახიობი ,,კვირის პალიტრასთან”

კვირის პალიტრა

Cesko