გამაოგნებელი ფაქტი: 3 წლის ბავშვი მანქანით დედას დაეჯახა – ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო

0
260
93 Views

გამაოგნებელი ფაქტი მოხდა მარი ელის რესპუბლიკაში. 3 წლის ბიჭუნამ მამის ავტომობილი დაქოქა და დედას დაეჯახა. თავდაპირველი ინფორმაციით, მამამ ბავშვი მანქანაში უმეთვალყურეოდ დატოვა, მოგვიანებით პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ბავშვი დედასთან ერთად სეირნობდა. მან მამის ღია მანქანა დაინახა, რომელშიც მამას გასაღები დარჩა და საჭეს მიუჯდა. ბავშვმა გასაღები გადაატრიალა. დედა მის შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც მანქანამ მას, პრაქტიკულად, გადაუარა.

28 წლის ქალმა სხვდასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ბიჭუნა არ დაზარალებულა.

პროკურატურა არასრულწლოვანთა უყურადღებოდ დატოვებისა და სამართალდარღვევის შესახებ კანონით მოთხოვნილ ღონისძიებებს ატარებს.

Cesko