დაღუპული მოქალაქეები, დანგრეული სახლები და დატბორილი ქუჩები – სად მძვინვარებს სტიქია?

0
3373
91 Views

დაღუპული მოქალაქეები, დანგრეული სახლები და დატბორილი ქუჩები – ეს ფლორიდის შტატია, სადაც ქარიშხალი სახელწოდებით “დები” უკვე მე – 5-ე დღეა მძვინვარებს. სტიქიას ფლორიდაში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხალმა წყალდიდობაც გამოიწვია, რის გამოც ქუჩები მდინარეებად იქცა. მაშველები იძულებულნი არიან საავტომობილო გზებზე ნავებით გადაადგილდნენ.

დაზიანებული ელექტროგადამცემების გამო, 250 000-ზე მეტ მოსახლეს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც. დატბორილია სახლები, ხალხის ნაწილმა საცხოვრებლები დაკარგა. ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რთული ვითარებაა ჯორჯიის შტატშიც. სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. სტიქია მძვინვარებს სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლონას შტატებშიც. დაღუპულია 1 ადამიანი. დაიანებულია ასობით შენობა – ნაგებობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

სინოპტიკოსების აზრით, უხვი ნალექი და წყალდიდობა მოსალოდნელია ნიუ-იორკსა და პენსილვანიაშიც. საფრთხის გამო, ხელისუფლება ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

Cesko