111 Views
თურქეთის დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 26 დაშავდა.
როგორც თურქული მედია წერს, ავტობუსი რომელიც იზმირიდან აგრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ხიდის ჯებირს შეეჯახა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა ავტობუსში ბლოკირებული რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავარიის გამო გზაზე გადაადგილება დროებით იყო შეზღუდული.
ანკარის მერიაში განაცხადეს, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, მძღოლის ჩაძინებას უკავშირდებოდეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.