“ბიძინას, მაგ მათხოვარს, ბარიგას და ვაჭრუკანას გადაეცი…” – დაპირისპირება მწერთალთა სახლში. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ასახულია კულუტირს მინისტრის, თეა წულუკიანისა და ირაკლი კაკაბაძეს შორის დაპირისპირება.
ირაკლი კაკაბაძის გაღიზიანება თეა წულუკიანის მიერ ზურაბ რთველიშვილისთვის განკუთვნილი ფესტავალის დაბლოკვამ და მინისტრის დისკრიმინაციულმა დამოკიდებულებამ, კერძოდ, 50 წელს გადაცილებული ხელოვანების მიმართ ასაკზე ყურადღების გამახვილებამ გამოიწვია.
მწერალმა კულტურის მინისტრის ქმედებას “ასაკოვანი ფაშიზმი” უწოდა და აღნიშნა, რომ წულუკიანს არანაირი უფლება არ გააჩნია, ღონისძიებები ხელოვანების ასაკის გამო გააუქმოს.
ვაჭარი მართავს მთავრობას. უნდა შეიგნოთ, კარგად უნდა დაიმახსოვროთ, რომ ხელოვანებს უნდა შეეშვათ. იცი რას გეტყვი მე შენ, ბიძინას გადაეცი, მაგ მათხოვარს, მაგ ბარიგას და მაგ ვაჭრუკანას, რომ ახალგაზრდებს შეეშვას”, – ამბობს ირაკლი კაკაბაძე.
წყარო: tvpirveli.ge
სხვა ახალი ამბები:
ახალი დეტალები ტრაგიკულად გარდაცვლილ წლინახევრის ბავშვზე, რომელსაც ლობიოს მარცვალი გადასცდა
ვიდეო : “ეს კნავილი გამორთე, რა” – ია ფარულავა სოფო ნიჟარაძის სიმღერაზე