დედის ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან იცავთ

0
3871
53 Views

ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ შვილისთვის დედა უპირველესია ცხოვრებაში, მის სიტყვასა და დარიგებას უდიდესი ძალა აქვს შვილებისთვის და სწორედ ის ახდენს ზეგავლენას შვილების ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.

დედის ლოცვა უმთავრესია. მას ძალზე დიდი დატვირთვა გააჩნია შვილების კეთილდღეობაში. ამიტომაც მნიშვნელოვანია, დედამ შვილები ყოველი მნიშვნელოვანი საქმის წინ განსაკუთრებულად დალოცოს, რათა შვილებს ყველა საქმეში ხელი მოემართოს.

გთავაზობთ, დედის ლოცვას, რომლის ძალაცა და მადლიც განუზომელია:

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ისმინე უღირსისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, მოწყალისა ხელმწიფებასა შენისა ქვეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელი). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათვის. უფალო შეუნდვენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ქმნულნი წინაშე შენსა. უფალო, წარუძეღ მცნებათა შენთა ჭეშმარიტსა გზასა ზედა და განანათლე გონებანი მათნი ნათლითა ქრისტესისა საცხოვნებელად სულისა და საკურნებალად ხორცისა. უფალო, აკურთხე იგინი სახლსა შინა, სასწავლებელსა, გზასა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. უფალო, დაიცვენ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა წმიდასა ფრინავისაგან ტყვიისა, ისრისა, მახვილისაგან, სამსალისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან და მოულოდნელისა სიკვდილისა. უფალო, გარეშემოზღუდე იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოველთა განსაცდელთა, სიბოროტეთა და უბედურებათაგან. უფალო, განკურნე იგინი ყოველთა სნეულებათაგან, განწმიდნე ყოველთაგან სიბილწეთა და ულხინე სულიერთა ვნებათა შინა. უფალო, მიჰმადლე მათ მადლი სულისა შენისა წმიდისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, სიმრთელე და უმანკოება ყოველსა შინა კეთილმსახურებასა და სიყვარულსა მშვიდობის თანა ახლობელთა და შორებელთა მიმართ. უფალო, განამრავლე და განამტკიცე გონებითნი ნიჭნი და ხორციელნი ძალნი მათნი ბოძებულნი შენ მიერ, კურთხევა შენი ღვთისმოშიშებითსა და უკეთუ სათნო შენდა არს, ოჯახებრივსა ცხოვრებასა და ურცხვენელსა შვილთსხმასა მათსა ზედა. უფალო, მომეც მე უღირსსა და ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) შვილთა ჩემთა და მონათა შენთა ზედა კურთხევა მშობლიური ამჟამინდელსა ცისკარსა (დილასა), დღესა და ღამესა შინა სახელისა შენისათვის, რამეთუ საუკუნო, ყოვლისა შემძლებელ და ყოვლადძლიერ არს მეუფება შენი, ამინ.

სხვა ახალი ამბები:

40 000 დოლარიანი ოპერაციები და ორი გარდაცვლილი- ნინო ნადირაძე-კუზანოვას და კლინიკა ლანცეტის სკანდალი

“ღრმა მწუხარებით ვიუწყებით რომ..” – ახლახანს ცნობილი ქართველი მომღერალი გარდაიცვალა

ევროკავშირის დროშის დაწვის გამო პოლიციამ ალტ-ინფოს წევრები: ზურან მახარაძე და ირაკლი მარტინენკო დააკავა – სამი მღვდელი სოლიდარობას უცხადებს დაკავებულებს (2 ვიდეო)

“ამხანაგო რაჭველო, ძმაო დოიაშვილო”! “დავაი”, თქვენი სქელი ტრაკები “ნაზად”, ბიჭოოოოოოო…სიმფონიურში ზის ,,განაბად” და როგორც ნაცები თითს დაუქნევენ, ტრაკს რომ აათამაშებს ხოლმე… –  ჟურნალისტმა დოიაშვილი არ დაინდო და რაჭველიც ზედ მიაყოლა

„მქონდა ხილვა… მთელი მსოფლიო, სასწაულს იხილავს, პირდაპირ ეთერში, ტელევიზიით“ – ქართველი ემიგრანტის განცხადებას გვერდი „ნარიმანი მეფე” ავრცელებს

ჯარიმა 1000 და 3000 ლარი იქნება – საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის

დიდი დიღმიდან სარაჯიშვილისკენ, შემდგომ კი სადგურის მოედნისკენ ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილება – RAMBOLL-ის რეკომენდაცია

“ათი ექიმიდან ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან – ვერა”- რა უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა პაატა გულიაშვილს

„ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ შვილისა და შვილიშვილების პატრონი ბატონი გრიშა გამგეობის იმედად იქნებოდა…“ – ნინო ჯღარკავამ  ყველასთვის საყვარელი მსახიობი მოხუცთა თავშესაფარში მოინახულა 

🎥 “ნამდვილი თეთრი გედი” – ლიზა ჩიჩუას ახალმა ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა

(ვიდეო) სოციალურ ქსელში მდუმარე ბერი ნიკოლოზის ახალი კადრები გავრცელდა – ვიდეოს საზოგადოების ნაწილის გამოხმაურება მოჰყვა

 

Cesko