თბილისის ძველ უბნებს ბევრი საინტერესო ამბავი აქვს შემონახული. სახლების, ქუჩების რეაბილიტაციის დროს ბევრი საიდუმლო აღმოჩენილა და გამჟღავნებულა. რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ისტორიის შესახებ, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტმა, ნინო სტურუამ დაწერა. როგორც ის წერდა, თბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კგ ოქრო იპოვეს. პოსტს, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა უცვლელად გთავაზობთ: “22კგ ოქრო რომ გაქვს სარდაფში და რომ გეზარება. თბილისში ერთ-ერთ ქუჩაში, ძველი კერძო ტიპის სახლი დაინგრა, ახალი უნდა აშენებულიყო. ადგილზე ორი მუშა მუშაობდა. ქვედა სართულს რომ მიადგნენ, პატრონს დაურეკეს, ჩაკეტილია და რა ვქნათო. პატრონს, მამრს დაეზარა ერთი ადგილის აწევა და რაც გინდათ ის ქენითო. ხოდა ეს მუშები მიადგნენ და იპოვეს 22 კილო ოქრო. 22 კილო ოქრო ხალხო. წაუღიათ ეს ოქრო, ჩაუბარებიათ. შეხვდა თითოს 250 ათასი. (აბა გაყიდვის შანსი არ იყო, კი ხვდებით) და კი დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში, ნუ ჯერ. ხო, პატრონს ისევ ეზარება ალბათ. მაგის დათვლაც დაეზარებოდა (ამბავი ნამდვილია. ჩაზუსტებული) სახლიც კი ვიცი რომელია“,- წერდა ნინო სტურუა. წყარო: პრაიმთაიმი
სხვა ახალი ამბები:
სხვა ახალი ამბები:
9 წლის ემილი, რომელიც მამას გარდაცვლილი ეგონა, “ჰამასის” ტყვეობაში აღმოჩნდა და გათავისუფლებულია