სასიხარულო სიახლე: ხელფასი მოიმატებს 500, 600 ან 700 ლარით , ნახეთ ვის ეზრდება ხელფასები მომვალი წლიდან

0
6999
57 Views

2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 700 მილიონი ლარით გაიზრდება და სხვა უწყებებთან ერთად, მასში აისახება განათლების სამინისტროს დაფინანსების ზრდაც. 3 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა და როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო განათლების ბიუჯეტის ზრდის საკითხს და განაცხადა, რომ 11 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 300%-იანი ზრდა გვაქვს.

“რაც შეეხება დამატებითი 700 მილიონი ლარის განაწილებას, როგორც უკვე დავაანონსეთ პედაგოგებთან შეხვედრისას, დამატებით 160 მილიონი ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს და ჯამში განათლების სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ თქვენი (განათლების მინისტრს მიმართავს ავტ.) ბიუჯეტი გაზრდილი არის მილიარ რვაასი მილიონი ლარით 2012 წელთან შედარებით. 300%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში.

“როგორც ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს. რაც ნიშნავს იმას, რომ სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 500 ლარით და მეტით. ზოგს შეიძლება გაეზარდოს 600 ლარით, ზოგს 700 ლარით და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის და მე მინდა, ჩვენს მასწავლებლებს კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა და წარმატებები ვუსურვო. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება განათლების ხარისხის გაუმჯობესების უდიდესი კომპონენტი იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სხვა ახალი ამბები:

როდემდე გაგრძელდება შტორმი, ქარბუქი და უამინდობა და როდის გამოიდარებს საქართველოში? – მეტეოროლოგის პროგნოზი

რა გადაწყვიტა სასამართლომ კაბუსთან დაკავშირებით

ქალის მიმართ ძალადობა, მუქარა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა – რეპერ „კაბუს“ ბრალდება წარედგინა

“შენი მტერი და მაგინებელი ჩემი მტერია” – ლალი მოროშკინას მხარდაჭერას უცხადებს ქალის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ მსახიობ კაბუს

სხვა ახალი ამბები:

“მიდით ხოცეთ უკრაინელი ხალხი, რა გენაღვლებათ ჯონსონს, მასხარა ზელენსკის, ბაიდენს და შენ, მაიმუნის მსგავს არსებას. გაანადგურეთ უკრაინა და ეს გინდოდათ ხო ჩვენთანაც, გარეწრებო”

9 წლის ემილი, რომელიც მამას გარდაცვლილი ეგონა, “ჰამასის” ტყვეობაში აღმოჩნდა და გათავისუფლებულია

 

 

Cesko