,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,როდესაც მომავლის ხედვაში, ქცევის წესებში და ღირებულებებში შეურიგებელი განსხვავებები გამიჩნდა ჩემს სოციალურ წრესთან – ავიღე და ეს სოციალური ქსოვილი დავგლიჯე, რომ განზე გავსულიყავი.
ბუნებრივია, ამან უხერხულობები შექმნა.
ვისაც დავუპირისპირდი – იმათაც ყავთ ნათესავები, ახლობლები, კმაყოფაზე მჯდომები … ისინი ნაწყენები არიან და პერიოდულად, ამ წყენას ჩემს ნათესავებს აფრქვევენ 🙂
ნაწყენო ნათესავებო, “მე შაირი არ მინდოდა …”
მე მინდოდა ჩემი საქმის კეთება ისე, როგორც მე მჯერა.
მაგრამ, რატომღაც, რამდენიმე უტვინო და ხარბმა გოიმმა გადაწყვიტა, რომ უნდა გამაქრონ, ჩემი მოკავშირეებიან – საქმიანად.
თავი კი არ დაგვანებონ – გაგვაქრონ, გაგვანულონ!
ხოდა ახლა საკითხი ასე დგას – ან მე გავაქრობ, ან ისინი გამაქრობენ …
ეს მოცემულობა დააყენა კეზერაშვილმა, როცა ჩათვალა, რომ რადგან ფული აქვს – თავს ასეთი თავხედობის უფლება შეიძლება მისცეს.
მან არ იფიქრა შედეგზე, არ იფიქრა თქვენზე … (ტრულაილა თვითონ ფულია!)
ბოდიში, რომ ვინც ჩემი საქმის წართმევა და განადგურება დამიპირა, იმას მე თვითონ ვანადგურებ.
ნულოვანი შედეგის თამაშია – და ეს თამაში მე არ დამიწყია.
პატივს ვცემ მათ არჩევანს და საკადრისად ვპასუხობ. 
და მოვიგებ – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ჯობია, რომ ჩვენ მოვიგოთ და ისინი განადგურდნენ.”
სხვა სიახლეები:
“წრე შეიკრა: თუ ახლა ხმას არ ამოვიღებთ, მერე გვიან იქნება” – ირმა ინაშვილის საგანგებო განცხადება