პრაღაში ათასობით ადამიანი მთავრობის პროდასავლური პოლიტიკის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ჩეხეთის დედაქალაქში ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა პრორუსული ოპოზიციური პარტიის ათასობით მხარდამჭერმა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და უკრაინის სამხედრო დახმარება გააკრიტიკა.
საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო არასაპარლამენტო მოძრაობა PRO-ს მიერ, რომელიც არის ნაციონალისტური, პრორუსული და ანტიდასავლური ხაზის მიმდევარი.
საინფორმაციო სააგენტო CTK-ს მონაცემებით, დემონსტრაციაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას აქციის ორგანიზატორი პარტიის ლიდერმა, ინდრიხ რაიხლმა განაცხადა, ჩეხეთმა ვეტო უნდა დაადოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ნებისმიერ მცდელობას. ამასთან მან დადებითად შეაფასა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკა. რაიხლი ასევე გამოვიდა ბრიუსელის საპირწონედ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ალიანსის შექმნის ინიციატივით.
სხვა ახალი ამბები:
ვიდეო – სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომს აშშ აწარმოებს
“ჯანსუღის უხერხული ხუმრობა გამახსენდა…” – რა სახალისო პოსტს აქვეყნებს თაკო ჩარკვიანი
🎥როგორ მღეროდა წლების წინ ლიზა ჩიჩუა – ბევრისთვის უცნობი ვიდეო
(ფოტო) “ულამაზესი ეზო და სახლი..” – ნახეთ როგორ სახლში ცხოვრობს საქართველოში ხვიჩა კვარაცხელია
როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია
“გარდაიცვალა უნიჭიერესი ადამიანი, ნამდვილი ლეგენდა..” – რა სამწუხარო ინფორმაცია გახდა ცნობილი
“… ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?”- რას წერს ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიაზე