ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრის ვიდეოს აქვეყნებს და წერს.
“მაკრონი- საფრანგეთის ყველაზე წარუმატებელი პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის პერიოდში საფრანგეთი ჩაეფლო საპროტესტო მანიფესტაციებსა და სისხლიან გარჩევებში. პარიზის ქუჩები წალეკა სიბინძურემ და ანტისანიტარიამ. მაკრონმა სამუდამოდ დააკარგინა საფრანგეთს ისტორიული გავლენები აფრიკის კონტინენტზე. მისი წყალობით საფრანგეთი, მოახლოებული ზამთრის წინაშე, ურანისა და ენერგეტიკული გარანტიების გარეშე დარჩა. მან ყველაფერი გააკეთა ევროპის მორალური და ეკონომიკური კრახისთვის!
ზურაბიშვილი – რა ვთქვა არც ვიცი… ტიპიური ცერბერის ძაღლი. სამთავიანი ურჩხული. მიწისქვეშეთის მცველი, რომელიც ჯოჯოხთში ყველას უშვებს, იქიდან გამოსვლის უფლებას კი არავის აძლევს. არც ჩვენ გვაძლევს უფლებას, რომ თავისუფალ, მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ. საქართველოს სამარცხვინო, უპრინციპო, უთავმოყვარეო პ-რეზიდენტი.
მოკლედ, ერთმანეთისთვის მინდოდნენ… ისე, მაკრონის მოსაწონ ასაკობრივ კატეგორიაში გადის კნეინაც….
ტიკ-ტოკსაც თუ ჩაწერენ, გამაგებინეთ”, – წერს ხათუნა ხოფერია.
სხვა ახალი ამბები:
„ბრავო მაესტრო ტარიელ” – რას წერს ია ფარულავა ყოფილ მეუღლეზე
„საშუალო სიმაღლისაა, ხორბლისფერი კანი აქვს…“ – ქალი ამბობს, რომ ღვთისმშობელი გამოეცხადა