„საშუალო სიმაღლისაა, ხორბლისფერი კანი აქვს…“ – ქალი ამბობს, რომ ღვთისმშობელი გამოეცხადა

0
317
38 Views

ქალი ამბობს, რომ მას ღვთისმშობელი გამოეცხადა. წაიკითხეთ მისი ისტორია.

მაია მელაძე (სანიტარი): – 33 წლის ვიყავი. ჩვენი სახლის ახლოს, წმინდა გიორგის ეკლესიაში დავდიოდი. დროდადრო ვეზიარებოდი. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სანიტრად ვმუშაობ. იმ დილას მორიგეობიდან ძალიან დაღლილი მოვედი. დავწექი და ცოტა ხანში ხმა მომესმა: “მაია, მარიამ, მაია, მარიამ!” – ხან შემოსასვლელისკენ წავედი, ხან ფანჯრიდან გავიხედე… ბოლოს მივხვდი, რომ ლოჯიის ფანჯრიდან მესმოდა ხმა. მაშინ თეთრი ფარდა მეკიდა. გადავწიე და დავინახე თეთრებში ჩაცმული­ ღვთისმშობელი, რომელიც მიღიმოდა: “დედა­ გენაცვალოს! ეკლესიის ეზოში გადმოდი, ხვალ გელოდები”. ცა მოწმენდილზე ვნახე ეს. არც ღრუბელი იყო, არც არაფერი. ეგ იყო და ეგ და გაქრა.

ღვთისმშობელი ულამაზესია, პირველივე­ წუთიდან მაგრძნობინა­ დედაშვილური სიყ­ვარული. თავზე თეთრი თავსაბურავი­ ჰქონდა მოხვეული, შიგნით მეწამული სამოსი ეცვა. უამრავი ხატი არსებობს ღვთისმშობ­ლ­ის­, მაგრამ მე ათონის ღვთისმშობ­ლის­­ ხატს მივამსგავსე, რომელიც ახლა სახლში მყავს დაბრძანებული. საშუალო სიმაღლისაა.­ ხორბლისფერი კანი აქვს. ულამაზესი თვალები, მოყავისფრო, რაღაცნაირად გამჭვირვალე. უტკბილესი ხმა აქვს… მეორე დღეს მართლაც წავედი ეკლესიაში. საღამო ხანი იყო. ეკლესიის ეზოდან სხვადასხვა ფერის ნათება გამოდიოდა.­ ვიფიქრე, მღვდელს დაუყენებია განათებები-მეთქი.

– ეკლესიის ეზოში მარტო იყავით?

– საღამოს ლოცვა ახალი დამთავრებული იყო, ხალხი უკვე გამოდიოდა და იმ მომენტში მარტო დავრჩი ეზოში. მხოლოდ ყარაული დადიოდა. ჩემგან კარგა მოშორებით იდგა. უცებ რაღაც ძალამ გამაშეშა.­ ნაძვებთან, შუაში, პატარა ნივთი დავინახე, გზისკენ იყურებოდა. ახლოს რომ მივედი,­ ხატი იყო – სიფრიფანა, ჭედური, დახვრეტილი, დაჭეჭყილი, ჭუჭყიანი. რომ დავიხარე და შევეხე, თავისით დამაჯდა ხელზე. უცებ ელვასავით გამოანათა და იმ მომენტში ისევ გამომეცხადა ღვთისმშობელი,­ დედა გენაცვალოსო! გულზე მომეკრა ხატი და გულმკერდი გამითბო. მაშინვე ყარაულთან მივედი და ვკითხე, აქ რაიმე ხატი ხომ არ დაგინახავს-მეთქი? არა, საიდან მოიტანე­, ყოველ წუთს გავდი-გამოვდივარ და არაფერი დამინახავსო. წამოვედი სახლში,­ ოღონდ ფეხქვეშ მიწას ვერ ვგრძნობდი. სახლში ხატი გავწმინდე, მოვაწესრიგე. ხატს ქვემოთ ეწერა: “1912 წლის, ათონის ივერიის ღვთისმშობელი”. შემდეგ ჩემს ერთ ახლობელ მრევლის წევრს ვთხოვე, გამისწორე ხატი, ძალიან ნაბრძოლია და მე უფრო არ დავაზიანო-მეთქი. მართლაც გამისწორა­ ხატი, მერე ჩარჩოშიც ჩავსვით. დღემდე სამჯერ გამოვუცვალეთ ჩარჩო-მინა. ეს მესამეა.

– შემდეგ რა მოხდა?

– როდესაც სახლში დავაბრძანე სხვა ხატებთან ერთად, მაშინ დაიწყო პირველი სასწაულიც. ლოცვის დროს ხატი თავისით ჩამოდიოდა, ჩარჩოს გაიხსნიდა ხოლმე.­ ლოცვას რომ დავამთავრებდი, ისევ თავის ადგილას ჯდებოდა. ერთხელაც “ღირს არს” გალობა დამაწყებინა. ძალიან ბევრჯერ მინიშნებით ეკლესიაშიც წავუყვანივარ. ერთხელ ამოვდივარ ეკლესიიდან და ხატი, როგორც წესი, ჩემს ხელის მტევანზე დგას. ნაწიბურიც კი მაქვს ხელზე დღემდე. სახლში რომ მოვედით, უცებ ატყდა საშინელი ხმაური, ინგრეოდა ყველაფერი. მეგონა­ რაღაც ხდებოდა. ჩავედი ხატიანად ქვევით. არავინ იყო და უკან ამოვედი. მერე როცა დავაბრძანე თავის ადგილას, ისევ დაიწყო ხმაური და მივხვდი, ამ ხატიდან მოდიოდა. დღემდე ასეა. ეს მინიშნებაა, რა უნდა გავაკეთო… ბევრის თქმის უფლება არა მაქვს და არცაა საჭირო…

– რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ?

– 16 წელიწადი და ნელ-ნელა დაიწყო­ სასწაულების აღსრულება. როგორც გითხარით, სანიტრად ვმუშაობ საავადმყოფოში, სადაც უამრავი ბავშვი განკურნა ხატმა.­ ამის მოწმეა მთელი საავადმყოფო. იყო შემთხვევა, როდესაც ვლოცულობდი და ამ დროს მუსლიმანები შემოიყვანეს საავადმყოფოში და იქ გაიარეს, სადაც მე ვიყავი.­ უცებ ლოცვისას მესმის, როგორ ყვირიან მუსლიმანები და ხმამაღლა დაჩოქილი ადიდებენ იესოს. თურმე ლოცვის დროს ბევრჯერ ჰაერში ავწეულვარ და სწორედ ეს დაუნახავთ მუსლიმანებს. მახსოვს, რაც ფული ჰქონდათ, ხატს შემოსწირეს და დიდხანს ლოცულობდნენ. “კოვიდის” პერიოდშიც უამრავი მძიმე ავადმყოფი განკურნა. ერთხელ ისევ გამომეცხადა, სადაც მე ვიქნები, შენც სულ ჩემ გვერდით უნდა იყოო. სადაც შენ შეხვალ, იქ მეც ვიქნები, იცოდეო.

– ღვთისმშობლის ტახტის გაკეთების ამბავიც გვითხარით…

– ერთხელ ლოცვისას მამაზეციერს ვუთხარი, დიდი მადლობა, უფალო, ღვთისმშობლისათვის. მაცხოვარი 9 თვე მუცლით ატარა, ჩვენთვის გაზარდა და ასეთი­ საოცრება შვა. მეც მინდა მადლიერების ნიშნად რაღაც განსაკუთრებული გავუკეთო ღვთისმშობელს-მეთქი. ჩემი თავი არ მეყო, მეცოტავა…

– რას გულისხმობთ?

– დღემდე როგორც ფარული მონაზონი ვცხოვრობ.

– შემდეგ რა მოხდა?

– როგორც კი დავბრუნდი შინ, პირველი მინიშნება ხატისათვის ანალოღიის გაკეთება იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტე ტახტრევნის გაკეთებაც….

ეკა გორგოშიძე, ექიმი: – მეც მაიას თანამშრომელი ვარ. როგორც კი “კოვიდი”­ დაიწყო, მაიამ მაშინვე მოაბრძანა ხატი. რა თქმა უნდა, მოვილოცეთ, მღვდელმა პარაკლისიც გადაუხადა. ხატმა რეანიმაციაში­ სიკვდილისათვის გადადებული ბავშვები გადაარჩინა. ეს ჩემი თვალით ვნახე. სასწაულებს სასწაულებზე ახდენდა. ჩემს დაბადების დღეზე მაია მოვიდა სტუმრად ხატთან ერთად და დატოვა. ორი კვირის განმავლობაში მრევლი მოდიოდა მოსალოცად. ის ორი კვირა მირონის სურნელი ტრიალებდა სახლში. ახლა თქვენც ხომ ამჩნევთ­ წითელ შეფერილობას? აი, როდესაც ჩემთან მობრძანდა, სულ ყავისფერი იყო. მე-11 დღეს სალოცავად მივედი, სანთელი უნდა ამენთო და დავინახე, როგორ შეეცვალა ფერი ხატს. 3 დღის განმავლობაში ხან გაღიავდებოდა, ხან უფრო წითელში გადადიოდა. ერთ საღამოს მაიას დავურეკე და მითხრა, კამერა მოატრიალე, მომენატრა დედაო. დაიწყებდა მაიკო ლაპარაკს და ხატი სხივების გამოყრას იწყებდა. გაჩერდებოდა მაია, ხატიც გაჩერდებოდა. მეორე დღეს მოვიდა მაია და სახლში წააბრძანა ხატი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ბოლო ამბები:

 

 

უკომენტაროდ: რას წერენ სააკაშვილისა და ზელენსკის მხარდამჭერები უკრაინაში, პოლიციელის მიერ მოკლულ ქართველზე?

არცერთი ჟურნალისტი არ იღებს ამის განცხადებებს და არ ამხელს, რომ უბრალოდ ყალთაბანდია – თამარა ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავაზე

 

“საქართველოში გადაჰყავდათ გატაცებული ქალი, რომელიც აწამეს და გააუპატიურეს” – დაკავებულია ცნობილი თურქი მოდელი

 

VIDEO: „იპოვეს ერთი ცხედარი“ – რა ვითარებაა ახლა სტიქიის ზონაში (კადრები თურქეთიდან)

 

Cesko