თურქეთის ქირქლარელის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, მაშველებმა ქირქლარელის პროვინციაში ოთხი დაკარგული ადამიანიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს. კიდევ სამი ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
სტამბულს საშინელი სტიქია დაატყდა თავს, ქალაქი წყლით აივსო, არიან დაღუპულები (ფოტოები)
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიცია და სამხედროებიც.
წყალდიდობა ქირქლარელის პროვინციაში, დემირქოის რაიონში გუშინ დაიწყო. შედეგად, დროებით ჩახერგილი იყო საავტომობილო გზა.
სტიქია იყო სტამბოლშიც, სადაც უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. კიდევ 12 მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაიტბორა სახლები, ხიდები და გზები.
უახლესი ამბები:
“ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა საწყალს…” – ახლახან შემზარავი შემთხვევა მოხდა
🎥 VIDEO: ”ორსულად ვიყავი და იმ საღამოს ბავშვი დავკარგე…” – ლელა წურწუმიას ტრაგიკული ამბავი აგატირებთ