ადიგენის მისტიკურ სახლში პარანორმალური მოვლენებია – დაუჯერებელი ისტორია

0
881
32 Views

ადიგენის მისტიკურ სახლში პარანორმალური მოვლენები გრძელდება.

აქამდე ოჯახის წევრები დამწვარ ნივთებზე, თვითაალების ფაქტებსა და მირონმდინარე ხატებზე საუბრობდნენ, ახლა კი უკვე, სახლის მეპატრონის თქმით, საცხოვრებელი სახლის კედლები სკდება.

ოჯახი ფაქტობრივად ქუჩაშია დარჩენილი, ამ სახლში ცხოვრებას ვეღარ ახერხებენ და დგილობრივ მუნიციპალიტეტს დახმარების მიზნით მიმართეს კიდეც.

ოჯახის წევრები ღამეს სხვადასხვა მეზობლებთან ათევენ.

“მუდმივად ტელეფონით დავდივარ და ყველაფერს ვიღებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი სოფელი გავგიჟდით, თქვენც ხომ არ მოგეჩვენებათ და მთელ საქართველოს?!

ეს ყველაფერი ხდება, დაუჯერებელია, მაგრამ რეალურია… ყველაფერი ხანძრებით დაიწყო, რომლებიც როგორ ჩნდებოდა, ვერ ვხვდებოდით, მერე ყველაფერი დაიწვა, რაც ნაჭრის იყო. ტანსაცმელი, ლოგინი გაგვინადგურდა.

მალევე, ხატებს მირონდენა დაეწყო და პარანორმალური მოვლენებიც სახეზე გვქონდა.

გვიმძიმს, მაგრამ რეალობას თვალი გავუსწორეთ. მომხდარმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ზოგს არ სჯერა, ზოგი ტყუილებში გვადანაშაულებენ, მაგრამ ამის მომსწრე მთელი სოფელი და რაიონის, სოფლის გამგებლები არიან. თავად ამბობენ, ასეთ სახლში ცხოვრებას ჩვენ ვერ შევძლებდითო.

არავინ არაფრით გვეხმარება, მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირის იმედად ვართ, რომლებიც მოდიან და ჩვენს სახლში პარაკლისებს იხდიან.

ოჯახის წევრები მეზობლებში გადავნაწილდით და ღამეს ასე ვათევთ… დღე კი სახლის ეზოში ვბრუნდებით და ვუყურებთ ამ ყველაფერს… არადა, რემონტი გვქონდა წამოწყებული, მხოლოდ ახალ სახურავში 10 000 ლარი გადავიხადეთ, ეს ჩვენი მამაპაპისეული სახლია და რა თქმა უნდა, აქ გვინდოდა ცხოვრება…

იძულებულები გავხდით და დავტოვეთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მომავალი გაურკვეველია, ჯერჯერობით არავინ დაგვხმარებია… გამგეობასაც მივმართეთ, სადმე ხომ უნდა ვიცხოვროთ?! გამოუვალ მდგომარეობაში ვართ”, – ამბობს ბექა ჩხაბერიძე “პრაიმ ტაიმთან”.

Cesko