სოფელში სტუმრად მოდიოდნენ, პირველი შვილი იყო და ეს უბედურება დაატყდათ თავს – ზესტაფონში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

0
2069
1,964 Views

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც 2 თვის ბავშვი დაიღუპა.

დატრიალებულ ტრაგედიაზე ადგილობრივები „კვირის პალიტრასთან“ საუბრობენ:

“ჩვენს სოფელში სტუმრად მოდიოდნენ, ბავშვის დედის დეიდის სახლში, ბავშვის ბებიაც იმ დროს დის სახლში ყოფილა. დაღუპული პატარას მშობლები დიდი ხნის შეუღლებულები არ არიან თურმე, მათი პირველი შვილი იყო და ეს უბედურება დაატყდათ თავს. კალთაში ეჯდა დედას და უთქვამს, შეჯახების დროს ბავშვი ხელიდან გამივარდაო. ვიზუალურად თურმე ჩვილსაც მცირე დაზიანება ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, სიცოცხლისთვის შეუსაბამო ყოფილა და ვერ გადაარჩინეს ექიმებმა. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას”,- ამბობს ადგილობრივი კვირის პალიტრასთან საუბარში.

Cesko