სანამ წითელი პარასკევი მოვა, ამ რჩევებს აუცილებლად უნდა გაეცნოთ – კვერცხის შეღებვის ძველი მეთოდები

April 6, 13:37
0
1433

მალე სააღდგომოდ ყველა დიასახლისი კვერცხების ღებვის სამზადისს შეუდგება. ეს თითქოს ადვილი საქმეა, მაგრამ ახალბედა დიასახლისებს რამდენიმე რჩევას მაინც მივცემთ. მოგეხსენებათ, რასაც წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ, იმაში “დაოსტატებას” ვერ ვახერხებთ. თითქოს წინა წლის გამოცდილება მეორე წელს გვავიწყდება. ასე რომ, კვერცხების სრულყოფილად შესაღებად ეს რჩევები გაითვალისწინეთ.

1. შესაღებად ძალიან დიდი ზომის კვერცხებს ნუ აირჩევთ. საშუალო და ოდნავ მომცრო კვერცხს უფრო გამძლე ნაჭუჭი აქვს.
2. შესაღები ხსნარის მომზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყეთ, მაგალითად, სამშაბათს, რათა ფერი ბოლომდე გაიხსნას და კვერცხებმა უფრო მუქი შეფერილობა მიიღონ.

3. ზემოხსენებული არ ეხება კვერცხის ხელოვნურ საღებავებს, ისინი გაცილებით სწრაფად იხსნება, თუმცა გირჩევთ, ტრადიციული და ნატურალური ინგრედიენტები გამოიყენოთ.
4. დაჩეჩქვეთ 2-3 კონა ენდროს ფესვები და მოათავსეთ დაახლოებით 5 ლიტრის მოცულობის ემალირებულ ჭურჭელში (გაითვალისწინეთ, ამ ჭურჭელს ენდროს ფერს ვეღარ გააცლით). დაამატეთ ხახვის ფურცელი იმდენი, რომ ენდროსა და ფურცლის წილი 2:1 იყოს. ამ მასას დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ამატეთ ხარშვისას დაკლებული წყალი. გააცივეთ და ისევ დადგით მოსახარშად. ასე გაიმეორეთ 3-ჯერ.

წყარო: გემრიელია

Cesko