შოვში მომხდარ მეწყერს ბოლო ინფორმაციით, 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველები დაკარგულებს ინტენსიურად ეძებენ. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია სამი ადამიანის ცხედარი. ესენი არიან გიორგი გოგინაშვილი, ნინო კენჭაძე და ალინა პოლიკოვსკაია.
იდენტიფიცირებულია ასევე სალომე ხეთაგურის ცხედარიც, რომელიც შოვში მეგობრებთან, ნინო კენჭაძესთან და გვანცა ბუბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„ცოტა ხნის წინ ამოიცნო ოჯახმა ცხედარი, სალომეს უკვე თბილისში, სახლში მოასვენებენ” – უთხრა „ambebi.ge”-ს გოგონას ახლობელმა.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო „სანსეთ შოვი” და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
წყარო: ambebi.ge