60 Views
რუსთავში, მამინაცვლის მამა, რომელიც 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით იყო დაკავებული, სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
როგორც ადვოკატი ამბობს, ბავშვმა გამოკითხვისას ცემის ფაქტი არ დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ კაცი 7 ივლისს დააკავეს. ბავშვის ცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა.
მჭედლიძე წერდა, რომ მამინაცვლის მამამ ბავშვი “წიხლებთ სცემა”, კაცის ცოლი კი ბავშვს მოკვლით ემუქრებოდა.