ოკლენდში კაცი სხვადასხვა ჩინურ რესტორანში მყოფებს ნაჯახით თავს დაესხა – დაშავდა 4 ადამიანი

0
232
31 Views

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, 24 წლის ჩინელი კაცი რამდენიმე ჩინურ რესტორანში მყოფებს ნაჯახით თავს დაესხა.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

პოლიციის ცნობით, სამი ადამიანი საავადმყოფოში სტაბილურ მდგომარეობაში რჩება.

პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ჩინეთის მოქალაქე დააკავეს.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ვარაუდობენ, რომ კაცი მარტო მოქმედებდა.

Cesko