„დასავლეთი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკების საშუალებას არ აძლევს“ – სერგეი ლავროვი

June 5, 15:06
0
506

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთმა კიევს აუკრძალა მოსკოვთან მოლაპარაკების პროცესის გაგრძელება.

„უკრაინა არის ვაჭრობის ინსტრუმენტი. ინსტრუმენტი, რომლითაც ძირითადად შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მანიპულირებენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

„ასეთია ანგლო-საქსური გუნდი, რომელსაც ახლა დასავლეთი ხელმძღვანელობს. ნატო და ევროკავშირი, რომლებმაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაკარგეს დამოუკიდებლობა, სრულიად ემორჩილებიან მას. ისინი იყენებენ უკრაინელებს, როგორც ჩვენი ქვეყნის შეკავების იარაღს და იარაღს, რომ დაამარცხონ რუსეთი „ბრძოლის ველზე“ – განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ ასეთი სიტყვები ისმის ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონისა და შეერთებული შტატების ზოგიერთი პოლიტიკოსისგან.

ლავროვის თქმით, სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა მოლაპარაკებების პერსპექტივა.

„დასავლეთი უკრაინას მოლაპარაკების საშუალებას არ აძლევს. ორი თვის წინ უკრაინამ თითქოს წამოაყენა წინადადება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. ჩვენ ეს წინადადებები მივიღეთ. მომდევნო დღეს კი დასავლეთმა უკრაინელებს აუკრძალა ამ პროცესის გაგრძელება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Cesko