თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ მკაცრად გააკრიტიკა.
ქემალ ქილიჩდაროღლუ განაცხადა, რომ რუსეთი ერევა თურქეთის მომავალ არჩევნებში.
მან დასძინა, რომ რუსეთი არის თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე სოფლის მეურნეობის, მრეწველობასა და ტურიზმში.
„ისინი მიიღებენ ევროკავშირის შეთავაზებას და იმუშავებენ ერთად, რათა დაყონ თურქეთი, როგორც ეს ადრე გვინახავს. ბატონმა ქემალმა განაცხადა, რომ ის წარადგენს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ის გააკეთებს იმას, რაც ბაიდენს სურს. საიდან მოდის ჩვენთან თითქმის 5,5 მილიონი ტურისტი? შეასრულებთ თქვენ ბაიდენის ბრძანებებს? ბაიდენმა ერდოღანის მოცილების განკარგულება გასცა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ბაიდენს პასუხი გასცეთ“, – აცხადებს ერდოღანი.