35 Views
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირს თუ არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია – მშვიდობა და კეთილდღეობა, მაშინ რა აზრი აქვს მის არსებობას?
როგორც ორბანმა აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა გააუქმოს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები.
მისი თქმით, რუსეთის სანქციებმა გამოიწვია რეცესიის გაღრმავება უნგრეთში.
„ევროპული თანამშრომლობის თანამედროვე ფორმას ორი მისია ამოძრავებდა: მშვიდობა და კეთილდღეობა. თუ მას არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია, მაშინ რა აზრი აქვს ევროკავშირის არსებობას?” -განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერმა მოუწოდა ევროკავშირს, განიხილოს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა, როგორც ომის დასრულების გზა.