სასიხარულო ამბავი „ჩემი ცოლის დაქალების” მოყვარულთათვის – სერიალი მალე ეკრანზე დაბრუნდება

May 13, 18:45
0
1017

ყველასთვის ნაცნობი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” ბრუნდება. ამის შესახებ ფორმულას ეთერში განაცხადეს.

„სასიხარულო და დიდი ამბავი რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ ძალიან მალე დაბრუნდება „ცემი ცოლის დაქალები” „ფორმულას” ეთერში. ეს, ალბათ, არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება ჩვენს მაყურებელს გავუკეთოთ”.

ეს ინფორმაცია თავად წამყვანებისთვისაც გასაკვირი იყო. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება სერიალი ეთერში.

სერიალისთვის ეს რიგით მე-19 სეზონი იქნება.

Cesko