დაპირისპირების მიზეზი ბინა იყო, სიძემ გააკეთა ყალბი საბუთები და გაყიდა – ახმეტაში მოკლული ქალის ქმარი

0
247
24 Views

კახეთში, ახმეტაში, გუშინ მოკლული ქალის ქმარი ვალერიან ხარიტონაშვილი აცხადებს, რომ დაპირისპირების მიზეზი წლების წინ, თაღლითურად გაყიდული ბინა გახდა.

მოკლული ქალის ქმრის განცხადებით, ხაშმელაშვილები ცდილობენ კიდევ გარკვეული ფართობის მიწა მიითვისონ და ეზოს საზღვარი გადასწიონ.

„კარი დაკეტილი იყო, იქიდან გადმოვიდა, მეუღლე აქ იდგა კიბესთან, ესროლა, ვეღარ გადავარჩინეთ. ეს სახლი იყო მამაჩემის, შვილს აუშენა ეს სახლი, ჩემი და გარდაიცვალა, სიძემ გააკეთა ყალბი საბუთები და გაყიდა. მას შემდეგ დავა იყო მაგაზე. იმ  ყალბი საბუთებით, მაინც დაუმტკიცეს ეგ ფართი, 1 000 კვადრატული მეტრი, ახლა იმ ფართში აღარ ეტევა, აქეთ მინდა გადმოსვლაო“, – აცხადებს ვალერიან ხარიტონაშვილი.

Cesko