24 Views
საფრანგეთის ქალაქ მარსელში კორპუსის ნგრევის შედეგად სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა.
მაშველების ინფორმაციით, 8 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ფრანგი პროკურორის, დომინიკ ლორენსის განაცხადებით, 17-საათიანი სამაშველო ოპერაციის მიუხედავად, მდგომარეობა ჯერ არ არის დასტაბილურებული. ინციდენტის ადგილას სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მარსელის მერის, ბენუა პაიანის თქმით, ორი მეზობელი შენობა ასევე ნაწილობრივ ჩამოინგრა, მესამე კი ჩამონგრევის საფრთხის ქვეშ არის.
კორპუსის ნგრევას წინ უძღოდა აფეთქება. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ აფეთქება შესაძლოა გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.