ბრიტანული დაზვერვა: „ვაგნერის“ მებრძოლებს ბახმუტის რაიონში საგრძნობი წინსვლა აქვთ

0
297
27 Views

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილის დიდი ნაწილი დაიკავეს, ახლა კი ფრონტის ხაზი ქალაქის ცენტრში, მდინარე ბახმუტკაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს ისევ აკონტროლებენ.

„უკრაინელ სამხედროებს ქალაქის დასავლეთ ნაწილში, გამაგრებული შენობებიდან ცეცხლის წარმოება შეუძლიათ, რის გამოც ეს რაიონი საბრძოლო მოქმედებების ზონად იქცა. ამან შეიძლება გაურთულოს „ვაგნერს“ დასავლეთის მიმართულებით წინსვლა. თუმცა უკრაინული ჯარები კვლავ მოწყვლადია რუსეთის მცდელობების წინაშე, ისინი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოაქციონ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Cesko