ბუჩაში ომის დანაშაულებზე ბრალდებები „ფაბრიკაციაა“ – რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში

0
380
27 Views

რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ანდრეი კელინიმ განაცხადა, რომ ბუჩაში ომის დანაშაულებზე ბრალდებები ფაბრიკაციაა.

ანდრეი კელინმა უარყო, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავდნენ.

„ბუჩას მერმა განცხადებაში დაადასტურა, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს, ყველაფერი კარგად არის, ქალაქი ნორმალურ მდგომარეობაშია. არაფერი ხდება, ცხედრები ქუჩაში არ არის“, – აღნიშნა კელინმა.

ჟურნალისტმა მას მტკიცებულებების შესახებ ჰკითხა, კელინმა კი ამაზე უპასუხა: „ჩვენი აზრით, ეს ფაბრიკაციაა და მოლაპარაკებების შესაწყვეტად გამოიყენეს“.

„წარმოგიდგენიათ ნებისმიერი პროფესიონალი ჯარი, რომელიც ცხედრებს გადააბიჯებს და მათ უბრალოდ დატოვებენ? ამის დაჯერება არ შემიძლია, ეს არაპროფესიონალურია. ჩვენი აზრით, ეს ფაბრიკაციაა. კონფლიქტის დასაწყისში, ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა. უკრაინელებს ჰქონდათ კონსტრუქციული პოზიცია, შემდეგ კი შეიცვალა, ვიღაცამ გამოიყენა ეს სიტუაცია მოლაპარაკების გასაწყვეტად და ახლა ჩიხში ვართ“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.

Cesko