“არიქა! მადამ სალომე, ლომჯარია, ხაბე, კიკუ, სამშობლოს გადამრჩენებო! იღუპება კანადა რუსულ კანონს იღებს! გვიშველეთ…” – გოგა ხაინდრავა

0
434
25 Views

კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის შექმნის საკითხს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე ეხმაურება.

„კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს. რეესტრი, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.

არიქა! მადამ სალომე, ლომჯარია, ხაბე, კიკუ, სამშობლოს გადამრჩენებო! იღუპება კანადა რუსულ კანონს იღებს!
გვიშველეთ!“, – წერს ხაინდრავა.

კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს. ცნობას კანადური მედია ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ, მარკო მენდიჩინოზე დაყრდნობით ავრცელებს.

Cesko