ახლა მოლაპარაკების დრო არ არის – ამინდი საომარია – მაკრონი რუსეთ-უკრაინის ომზე

April 10, 11:00
0
150

უკრაინასთან დაკავშირებით ამჟამად საომარი ამინდია და მოლაპარაკებების დრო არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ექოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იგივე დაკვირვებას აკეთებს, რასაც ჩვენ. კერძოდ, რომ დღეს საომარი ამინდია. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, ჩვენ კი მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკების დრო არ არის“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, ჩინეთთან დიალოგის მიზანი ომის მიმართ მიდგომების კონსოლიდაციაა.

„პირველი: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა. მეორე: ბირთვული ძალის მკაფიო შეხსენება და ჩინეთმა უნდა გამოიტანოს დასკვნები იმ ფაქტის შედეგების შესახებ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა განათავსა ბირთვული იარაღი ბელარუსში რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მან პირობა დადო, რომ არ გააკეთებდა ამას. მესამე, ძალიან მკაფიო შეხსენება ჰუმანიტარული სამართლისა და ბავშვების დაცვის შესახებ და მეოთხე, მოლაპარაკებებისა და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვა“, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთთან დიალოგის მიზანია ომისადმი მიდგომების კონსოლიდაცია.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ისაუბრა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

„არ შეიძლება, იყოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, ვიდრე ევროპაში არიან ქვეყნები, სადაც მეორე ქვეყანაა შეჭრილი ან გაყინული კონფლიქტებია. მაშასადამე, ხედავთ, რომ ამ ყველაფრის საერთო მატრიცა ჩნდება. არის თუ არა უკრაინა ჩინური დიპლომატიის პრიორიტეტი? ალბათ არა, მაგრამ ეს დიალოგი იძლევა შესაძლებლობას, შეარბილოს ის კომენტარები, რომლებიც მოვისმინეთ ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ გარკვეული თვითკმაყოფილების შესახებ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

Cesko