“ზურაბიშვილმა უსაზიზღრესი ფორმით გამოგიყენათ ცრუ გმირის აღსაღზევებლად!…” – მაია დვალიძე

0
1517
22 Views

ეს ქალბატონი, რამდენადაც მახსოვს, არის ემიგრანტი და 34 წლის მანძილზე არცერთ ხელისუფლებას არ გახსენებია… დღეს გაახსენდა სალომე ზურაბიშვილს, მისი პრეზიდენტობის 5-ე “9 აპრილს”…

ნუთუ ვერ ხვდება რისთვის?!
ნუთუ ვერ მიხვდა, რომ ის კი არ აღელვებთ, არამედ მისი გამოყენება სჭირდებოდათ იმ შიზოფრენიჩკა მოღალატის, ევროკავშირის მედროშე ქალის დასაჯილდოვებლად და ასე უტიფრად გამოიყენეს?!
ნუთუ ამისთვის იდგა იქ იმ 9 აპრილს?!
ქალბატონო ნანა, გადახედეთ საქართველოს ყოფას ამ 34 წლის მანძილზე, შეხედეთ საკუთარ ცხოვრებას, ეს იყო თქვენი ოცნება, რაც გაიარეთ?!
ნუთუ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაგაფასათ? არა! მან მასხრად აგიგდოთ თქვენც და ყველა, იმ 9 აპრილს დახოცილი თუ გაზით მოწამლული ხალხი!!!
ზურაბიშვილმა უსაზიზღრესი ფორმით გამოგიყენათ ცრუ გმირის აღსაღზევებლად!!
თქვენ მას მიეცით საშუალება გაეყალბებინა უახლესი ისტორია!
თქვენ მას მიეცით საშუალება შეექმნა წარმოდგენა, თითქოს 9 აპრილის პატრიოტები და დღევანდელი მედასავლეთე შინევროპელი ნახირი ერთი და იგივეა!!
რაზე ფიქრობდით დღეს სცენაზე დგომისას, ნუთუ ვერ მიხვდით ამ ყველაფერს?!
იმედია გააცნობიერებთ მომხდარს, გამოიჩენთ ღირსებას და პროტესტის ნიშნად უკან დაუბრუნებთ მაგ მედალს!

მაია დვალიძე, პიბლიცისტი; სოციალური ქსელი

Cesko