საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის თებერვალში კი, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე -0.3 პროცენტია.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება 2023 წლის თებერვლის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში ასეთია:
✅ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 14.0
✅ ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 7.3
✅ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 2.0
✅ საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 12.4
✅ ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 10.1
✅ ჯანმრთელობის დაცვა -7.6
✅ ტრანსპორტი – 2.6
✅ კავშირგაბმულობა -2.9
✅ დასვენება, გართობა და კულტურა – 4.5
✅ განათლება – 7.2
✅ სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 14.8
✅ სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 12.2
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი და ჯანმრთელობის დაცვა.
✅ ბოსტნეული და ბაღჩეული 25.8%-ით
✅ პური და პურპროდუქტები 21.0%-ით
✅ რძე, ყველი და კვერცხი 17.2%-ით
✅ ყავა, ჩაი და კაკაო 14.5 %-ით
✅ მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 12.2%-ით
✅ თევზეული 12.1%-ით
✅ ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.2%-ით
✅ შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8%-ით
✅ ამასთან, ფასები -0.3 პროცენტით შემცირდა ხილსა და ყურძენზე
ხოლო ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები.
პროცენტული ცვლილება წინა თვესთან შედარებით ასეთია:
✅ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 1.2
✅ ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 0.0
✅ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.2
✅ საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 0.4
✅ ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 0.4
✅ ჯანმრთელობის დაცვა – 4.9
✅ ტრანსპორტი – 1.5
✅ კავშირგაბმულობა – 0.5
✅ დასვენება, გართობა და კულტურა – 0.1
✅ განათლება – 0.0
✅ სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 0.3
✅ სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 0.6