იცით რატომ არის არასამთავრობოების დაფინანსების გამჭირვალობაზე ამხელა ამბავი ატეხილი? – დავით ლორია

0
554
25 Views

“იცით რატომ არის არასამთავრობოების დაფინანსების გამჭირვალობაზე ამხელა ამბავი ატეხილი?! 2024 წლისთვის, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დასავლეთის კონკრეტულ პოლიტიკურ სპექტრს დაგეგმილი აქვს საქართველოში რევოლუციის მოწყობა.”– წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე დავით ლორია.

“ზოგადად, ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოების მხრიდან როგორი ძლიერი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს, რევოლუცია მაინც დიდ თანხებს საჭიროებს და მაშინ, როდესაც საქართველოში საზოგადოების მხარდაჭერის კუთხით რევანშისტულ ძალებს არა სახარბიელო მდგომარეობა აქვთ, რევოლუციისთვის ხალხის მობილიზებისთვის ფინანსური მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. მოგეხსენებათ, პოლიტიკური პარტიებისთვის როგორც ფინანსური მხარდაჭერის მხრივ, ასევე მისი ხარჯვითი პროცედურები კანონის განსაზღვრულ ჩარჩოებშია მოქცეული. რადგან კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური პროცედურები გამჭირვალეა და იქედან გამომდინარე, რომ დღეს ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარე პარტიას (ნაცმოძრაობას) საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ფინანსური რესურსი არ გააჩნია, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებული საქართველოს არასამთავრობოებმა უნდა შეიტანონ რადიკალურ ოპოზიციაში ეგრედ წოდებული შავი ფული.

Cesko