რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემა “პრაიმთაიმში” მომღერალი ვერიკო ტურაშვილი, ამბობს:
“რთულია ჩემთვის ამ თემაზე ასე საჯაროდ საუბარი. დაინფიცირდნენ ერთდროულად დედა და მამა. მანამ სანამ დაინფიცირდნენ, ჩემ ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ ყველანი უნდა ავცრილიყავით და ყველანი ავიცერით, ერთადერთი იყო მამა, რომელმაც ზუსტად ამ ინფორმაციების გამო, რომ ეს ცუდია, არ არის საჭირო, ამ არასწორი ინფორმაციების მსხვერპლი გახდა. წავიყვანე და არ შემოვიდა ასაცრელად.
დაინფიცირდნენ ჩემი მშობლები და ჯანმრთელი მამა, ცხოვრებაში არასოდეს არანაირი პრობლემა არ ქონია, მიუხედავად იმისა, რომ, ასაკში იყო, პოსტკოვიდური გართულებით გარდაიცვალა. არ ვიცი, სტატისტიკაზე რა ვილაპარაკო, მერიდება ეკა (ეკა კვალიაშვილს მიმართავს), თან ღიმილნარევი სახით მიყურებ. 14 000 ადამიანი არ ვიცი, მაგრამ იმ 14 000-დან დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ ნახევარი კოვიდის მსხვერპლია, ეჭვი არ მეპარება. მე ვფიქრობ, რომ ეს დაავადება არის ვერაგი, ინდივიდუალური და ერთადერთი გამოსავალი, ეს რომ გავაჩეროთ, არის აცრა.”