„ჰიტლერს არ ჰქონდა ის საძაგლობები ჩადენილი, რაც მიშას დროს ვნახე“ – იმედა კახიანი (ვიდეო)

0
858
30 Views

დამსახურებული მსახიობი იმედა კახიანი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და განმარტებებს აკეთებს. კახიანი ძალზე მწვავე შეფასებებს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს განვითარებულ მოვლენებზე და მისი მმართველობის სტილზე. მსახიობი უარყოფითად აფასებს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და ამბობს, რომ ამდენად მკაცრი სისტემა მას არც უნახავს და არც სმენია.

ეს მწვავე განცხადებები იმედო კახიანმა აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, ვახო ხუზმიაშვილთან სტუმრობისას გააკეთა.

„პოლიტიკური გამოსვლები ჩემგან სწორი არ იქნება, მაგრამ თუ სასამართლომ დაუმტკიცა სააკაშვილს დანაშაული, მაშინ უნდა მოიხადოს სასჯელი. ამბობენ, ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანაო მაგრამ რამდენი რამე გვახსოვს. გავიხსენოთ რამდენი პატიმარი იყო მის დროს, ახლა 9000-ია და მაინც იძახიან პოლიტპატიმრებიო. მაშინ კი უამრავი პატიმარი გვყავდა. რაც მე გამიგია და მომისმენია, როგორ ეპყრობოდნენ მაშინ ციხეებში, ასეთი სისასტიკე გაგონილი არ მქონდა.
ჰიტლერს არ ჰქონდა ის საძაგლობები ჩადენილი, რაც მე მიშას დროს ვნახე, გიტლერი ასეთ სისასტიკეს არ იჩენდა, არ ცენდა და აწამებდა პატიმრებს. ის მილიონობით პატიმარს კამერაში გაზით ხოცავდა. მაგრამ მიშას დროს აქ ვნახე, რომ ციხეში ადამიანს ადამიანობას ართმევდნენ. სპობდნენ როგორც ადამიანს. ჯობია ის მოკლა, ვიდრე ყველაფერდაკარგული კაცი თავისუფლებაზე გაუშვა. ვერც წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ასეთი სასჯელი და წამება მიესაჯოს პატიმარს. მე არარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქონება და სახლები წაართვეს ხალხს. ამას კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ როგორც პიროვნება ასე სპობდნენ ხალხს. გააცამტვერო ადამიანები და მერე ილაპარაკო, რომ ჭაობიდან ამოვიყვანე ქვეყანა – გაუგებარია ეს, “ – ამბობს იმედა კახიანი.

Cesko