ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერის, ფრიდონ ინჯიას დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელზეც მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების იდეა წამოაყენა.
„2008 წლის ომი გამოვიძიოთ?
გამოვიძიოთ!
ოღონდ სწავლას ვერ დაიწყებ უნივერსიტეტიდან – პირველი კლასიდან უნდა დაიწყო.
ამიტომ თანმიმდევრობით გამოვიძიოთ:
ომი სამაჩაბლოში – 1990-92;
ომი აფხაზეთში – 1992-93;
ცალკე ეპიზოდად შეგიძლიათ გამოჰყოთ ლათას დაკარგვა 1994-ის ადრე გაზაფხულზე;
გალის ამბები – 1998;
გილაევის ომი აფხაზეთში – 2001;
ცხინვალის ამბები – 2004;
გამომძიებელთა მეორე ჯგუფი ჩაუჯდეს “სამოქალაქო დაპირისპირების” შესწავლას:
აფხაზეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი – 1989;
გვარდიის შექმნა და განხეთქილება – 1991;
ომი (პირველი პრეზიდენტის მომხრეებს ვთხოვ, ტერმინებზე აქ არ იდაონ) თბილისში – 1991-92;
ომი დასავლეთ საქართველოში – 1992-93;
გამომძიებელთა მესამე ჯგუფმა კი შეისწავლოს სამხედროების ცალკეული ბუნტების ისტორია:
ისანი, სპეცდანიშნულების ჯარები, მუხროვანი (რამდენჯერმე), კოჯორი, მე-2 ბრიგადა, 25-ე ბრიგადა, კოდორის დაპირისპირება…
საბუთები შეადგინეთ ქართულ-რუსულად – ჰააგაში ამბავი მორჩენილია, საქართველოსა და ჩერიომუშკინსკის რაიონის გარდა, არც ერთი სასამართლო მაგას აღარ მიიღებს.
სინამდვილეში – აუხსენით ბორინკას ზებრის yლეებს, რომ ბორინკას ზებრის yლეები არიან, სინამდვილეში ბორინკას ზებრის yლეებო, თქვენა! “ , – წერს ის.